რჩეული პროდუქცია
კატეგორიები
როგორ შევარჩიოთ კიბე?
თვითმდგომი კიბე
ყველაზე პოპულარული სახეობის კიბე, უბრალოდ იმიტომ რომ მისი გამოყენება ბევრ საქმეში შეიძლება. მას თავისით დგომა შეუძლია, ამიტომ შეგიძლიათ წაიღოთ და განათავსოთ სადაც მოგესურვებათ.
კიბის დიზაინის მიხედვით, არსებობს ერთ ან ორ-მხრიანი. ორ-მხრიანს ორივე მხარეს აქვს საფეხურები და შესაბამისად ორივე მხრიდანაა მასზე ასვლა შესაძლებელი, ხოლო ერთ-მხრიანის მეორე ნაწილს მხოლოდ საყრდენი დანიშნულება აქვს.
ამ სახის კიბეები ძირითადად სახლში გამოიყენება. უმეტეს შემთხვევაში ძირზე დასრიალების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს, რომელიც ასევე იცავს საყრდენ ზედაპირს დაზიანებისგან. იხილეთ ყველა თვითმდგომი კიბე.
დაგრძელებადი კიბე
თვითმდგომი კიბის ლიმიტი მისი სიმაღლეა. აქ კი უკვე დაგრძელებადი კიბეები ჩნდება. ამ სახეობის კიბეებს შეუძლიათ ძალიან დიდ სიმაღლემდე გაზრდა, რაც იდეალურს ხდის მათ სახლის ექსტერიერის შესაღებად, ან სახურავის შესაკეთებლად.
დაგრძელებადი კიბეები შედგება საყრდენი და დამაგრძელებელი სექციებისგან. საყრდენი სექცია მიწაზე რჩება და ამიტომ სტაბილიზაციისთვის დამატებითი სტაბილიზატორი აქვს.
ამ სახეობის კიბეს სჭირდება რაიმეზე მიდგმა რომ მასზე ასვლა შესაძლებელი გახდეს. დაგრძელებადი სექციების გაშლა თოკის ან გაქაჩვის სისტემით ხდება. ასევე გააჩნია დამატებითი კაუჭები პოზიციის გასამყარებლად და უსაფრთხოების გაზრდისთვის. იხილეთ ყველა დაგრძელებადი კიბე.
მრავალფუნქციური კიბე
მრავალფუნქციური კიბე აერთიანებს თვითმდგომი და დამაგრძელებელი კიბეების თვისებებს, რაც ზრდის მის გამოყენების სფეროს. შესაძლებელია როგორც თვითმდგომ ასევე მისადგამ კიბედ გამოყენება. ასევე არათანაბარ ზედაპირებზე განთავსება და პლატფორმად გამოყენება(დამოკიდებულია პროდუქტზე). იხილეთ ყველა მრავალფუნქციური კიბე.
სახსრიანი კიბე
სახსრიანი კიბე კიდევ ერთი სახეობაა რომლის, საჭიროების მიხედვით, ტრანსფორმაციაც შეიძლება. ესეთი დიზაინი მის ტრანსპორტირებას მარტივს ხდის. სპეციალური ჩამკეტები უნარჩუნებს მას სასურველ ფორმას. ასეთი სისტემა სიმაღლეს ზღუდავს მაგრამ სხვა თვისებები მის გამოყენების სფეროს ზრდის.