Privacy Policy

ვინ ვართ ჩვენ


ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ჯორჯიან კრაუზის’’ საკუთრებას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს.

ვებ გვერდზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მოცემული ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენს მიერ ვებ გვერდით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი;
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას;
  • ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნებისთვის;
  • არ ეცდებით თაღლითურად მოიპოვოთ ინფორმაცია სხვა მომხმარებლის შესახებ ან განკარგოთ მათი პირადი ანგარიში;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
  • არ ეცდებით ვებგვერდი გამოიყენოთ იმისთვის რისთვისაც ვებ გვერდი არ არის გათვლილი;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით და მოცემული ხელშეკრულებით;

ხელშეკრულება

გადახდის შესრულებისას, თქვენ თანხმდებით, რომ იხდით საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ვირტუალურ ბალანსზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო, დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე. თუ გადახდის სისტემის პროვაიდერი უარს აცხადებს გადახდის ოპერაციის გაუქმებაზე ან თანხის უკან დაბრუნებაზე, ეს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომსახურება

ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ან აური ვთქვათ მომსახურებაზე.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან წაიშალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემის ან ვებგვერდის არაუფლებამოსილი გამოყენება, ან ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

  • ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
  • ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით
  • შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას (თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევათქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად).

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ვებგვერდისგან დამოუკიდებლად; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე.

ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისიწინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

შესაძლო ხარვეზები

ვებგვერდის შეფერხებული მუშაობისას, გთხოვთ თავი შეიკავოთ რაიმე ქმედების განხორციელებისგან, რადგან შესაძლოა შეცდომა მოხდეს და თქვენი სასურველი ქმედება წარუმატებლად განხორციელდეს. ამ ქმედებებში შედის შეკვეთის განთავსება, გადახდის განხორციელება და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ შეფერხება ჩვენს მიერ არ არის გამოწვეული, პასუხს არ ვაგებთ

ბმულები

ჩვენს საიტზე შესაძლოა შეგხვდეთ სხვა ვებსაიტებთან დამაკავშირებელი ბმულები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გაძლევთ რაიმე რეკომენდაციას ან გარანტიას მოცემული საიტებთან დაკავშირებით. ბმულებზე გადასვლისას სრულიად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ თუ როგორ და რაში იყენებს ჩვენი ვებსაიტი – geokraus.ge თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

ვებსაიტი აგროვებს როგორც პირად საიდენტიფიკაციო ასევე არაპირად ინფორმაციას

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

საიტმა შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელექტრონული მეილის მისამართი, თქვენი საცხოვრებელი მისამართი(ადგილზე მიტანის სერვისისთვის). ასევე გადახდისას თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები, რომელიც შეგყავთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის დაცულ სერვერზე, ამიტომ ეს ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია და შესაბამისად არ ინახება.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაში ნაგულისხმევია ინფორმაცია რომელსაც ჩვენი საიტი იღებს თქვენს მიერ, საიტზე შესასვლელად გამოყენებული მოწყობილობისგან. ასეთებია თქვენი IP მისამართი, თქვენი browser-ის შესახებ ინფორმაცია.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა

გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მომსახურების მიღების გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში. მიუხედავად ამისა თქვენს მიერ უკვე გამოყენებული ინფორმაცია დარჩება შეკვეთის დეტალებში რომელიც თქვენ განახორციელეთ(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია თქვენი ანგარიშის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ჩვენი რეკომენდაციაა, თქვენი ანგარიშის პაროლი არ გაუმხილოთ მესამე პირს. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებსაიტის პერსონალისთვის რომელსაც ეხება შეკვეთების განხორციელება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია თქვენი ბარათის მონაცემებთან დაკავშირებით, რადგან ამას ჩვენი პარტნიორი კომპანია ანხორციელებს და შესაბამისად ინფორმაცია მათ დაცულ სერვერზე შეგყავთ. გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტ სივრცეში ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ თქვენი ინფორმაცია 100%-ით დაცული იქნება. თუმცა ჩვენ ვატარებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის უსაფრთხოების ღონისძიებებს. ასევე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს მიერ გამოწვეული ინფორმაციის გამჟღავნების დროს.

პროდუქტის მიწოდება

პროდუქტის მიწოდება ხდება შპს. “ჯორჯიან კრაუზის” მიერ 1-5 სამუშაო დღეში, მომხმარებელთან შეთანხმებით, მათსავე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე.

პროდუქტის უკან დაბრუნება

გაითვალისწინეთ რომ საიტზე შეძენილ პროდუქციაზე არ ვრცელდება რაიმე სახის გარანტია ან უკან დაბრუნების სერვისი. ჩვენ პასუხს ვაგებთ პროდუქციის მდგომარეობაზე მხოლოდ მომხმარებელთან ჩაბარებამდე. ფასებთან ან მსგავს საკითხებთან ზედმეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ.ფოსტაზე.

იურისდიქცია

მიღებულია რომ მოცემულ ხელშეკრულებაზე თანხმობით და ვებსაიტის გამოყენებით ხელშეკრულება დადებულია საქართველოში ქ. თბილისში და უთანხმოების შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის სასამართლო.

ვადასტურებ, რომ ვარ სრულწლოვანი

ვადასტურებ, რომ გავეცანი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და თანხმობას ვაცხადებ მასზედ, რომ შპს„ჯორჯიან კრაუზ’’, ან/და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, პირებმა ან/და პარტნიორებმა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, განახორციელონ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების(სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი) დამუშავება .

ვადასტურებ, რომ მაქვს უფლება ზემოთ მითითებული პირებისგან ნებისმიერ დროს მოვითხოვო ჩემს შესახებ მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დამუშავებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა, ასევე ინფორმაციის გამოთხოვა და მასთან გაცნობა, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული ინფორმაციის დამმუშავებლის მიერ. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს, რომ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება მხოლოდ მითითებული მიზნებისათვის, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მისი უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და არ მოხდება ასეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, ან მისი გადაცემა მესამე პირისათვის, გარდა ხელშეკრულებაში მითითებული პირებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლების ინფორმირების მიზნებისათვის და დამუშავებული მონაცემები განადგურდება მომხმარებლის მოთხოვნისთანავე.

კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს და არ მოხდეს მათი შემთხვევითი, მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება. 

ვაცხადებ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები შეინახოს მონაცემთა ბაზაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „ჯორჯიან კრაუზ
ს/კ: 400211150
995 551 111 911
info@geokraus.ge